სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა

09-01-2013
საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები
საქველმოქმედო ფონდ ქართუს სტიპენდიები
მაგისტრატურისათვის
 
საქველმოქმედო ფონდ ქართუს მხარდაჭერით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოყოფს 20 სტიპენდიას 2013–2014 სასწავლო წლისათვის
 
თუ:
  • ხართ დაინტერესებული სასწავლო სტიპენდიის მოპოვებით
  • ხართ ბაკალავრის დიპლომის მფლობელი, ან იმყოფებით ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე
  • ხართ 30 წლამდე ასაკის
  •  ფლობთ ფრანგულ ენას
წამოაყენეთ თქვენი კანდიდატურა
 
1.      საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე: www.institutfrancais.ge ეწვიეთ რუბრიკას „საუნივერსიტეტო თანამშრომლობა–სტიპენდიის მიღება“,  ჩამოტვირთეთ და შეავსეთ კანდიდატის დოსიე
      
2.  დოსიეს თან დაურთეთ შემდეგი საბუთები:
  • ფრანგულ ენაზე შედგენილი მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი)
  • CV ფრანგულად   (მაქსიმუმ 2 გვერდი)
  • შემდეგი საბუთების ასლები, რომლებსაც თან დაურთავთ ფრანგულ ენაზე შესრულებულ თარგმანებს:
        -  უნივერსიტეტის დიპლომი თანდართული ნიშნების ამონაწერით ( თუ დიპლომი უკვე გაქვთ)    
  • თუ ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ხართ : ნიშნების ამონაწერი პირველი კურსიდან ბოლო კურსის ჩათვლით
  • ყველა ის საბუთი,  რომელსაც  საჭიროდ მიიჩნევთ (სერტიფიკატი, დიპლომი, გამოქვეყნებული სტატია, სარეკომენდაციო წერილი...)
 
სრული დოსიე (კანდიდატის შევსებული დოსიე + დართული საბუთები) უნდა შემოიტანოთ არაუგვიანეს ორშაბათის, 2013 წლის 23 იანვრისა  საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართზე:
დავით აღმაშენებლის გამზ. 75, 0102 თბილისი.
მიღების საათები: 10–დან 19 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

 ყურადღება! საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საახალწლოდ დაიხურება 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით

 პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ ანაის გულკოს (anais.goulko@institutfrancais.ge) ან ანა ლოლუას (ana.lolua@institutfrancais.ge)

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები