CERN-ის შემეცნებითი ფესტივალის ოფიციალური გახსნა

CERN-ის შემეცნებითი ფესტივალის ოფიციალური გახსნა

22-10-2018 23 ოქტომბერს, 09:45 სთ., საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის შემეცნებით ფესტივალს ოფიციალურად გახსნის. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიმდინარე წლის 22–26 ოქტომბერს, CERN-ის საერთაშორისო შემეცნებით ფესტივალს მასპინძლობს.

CERN-ის შემეცნებითი ფესტივალს ოფიციალურად გახსნიან:
  • მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
  • არჩილ ფრანგიშვილი - აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
  • მანფრედ კრამერი - პროფესორი, ექსპერიმენტული ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი და მენეჯმენტის წევრი, CERN (შვეიცარია)
  • ალექსანდრე შარმაზანაშვილი - პროფესორი, ATLAS-ის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, CERN (შვეიცარია)
  • მაიკლ ჰოხი - პროფესორი, Art@CMS ჯგუფის უფროსი, CERN (შვეიცარია)
„CERN-ის შემეცნებითი ფესტივალი საქართველოში“ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელიც სამეცნიერო და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეფუძნება. ფესტივალის მიზანია, საქართველოს ახალგაზრდა თაობის მიზიდვა და დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით, ინჟინერით, IT ტექნოლოგიებითა და მათემატიკით.

ფესტივალი სამ სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს: CERN-ის მასტერკლასები მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის I-II კურსის სტუდენტებისთვის; CERN-ის სამეცნიერო-შემეცნებითი ვორქშოფი უმაღლესი და საშუალო სკოლის მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის; Art@Science გამოფენა - სამეცნიერო აღმოჩენებთან ასოცირებული ხელოვნების ნიმუშების პრეზენტაცია და შეხვედრები მათ ავტორებთან.

CERN-დან ღონისძიებების მოდერატორები არიან: ექსპერიმენტული ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. მანფრედ კრამერი; მასტერკლასების კოორდინატორი და შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფ. ჰანს პიტერ ბექი; ATLAS-ის კომპიუტინგის მენეჯერი და გრიდ სისტემის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფ. დარიო ბარბერისი; Art@CMS ჯგუფის ხელმძღვანელი და გამოფენების ავტორი, პროფ. მაიკლ ჰოხი; ATLAS-ის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფ. ალექსანდრე შარმაზანაშვილი; ვენის ფიზიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფ. ნატაშა კრამერი; ALICE ექსპერიმენტის აუთრიჩ კოორდინატორი, პროფ. დესპინა ჰატზიპოტიადოუ.

 

სიახლეებში დაბრუნება