სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა

09-01-2013
საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები დოქტორანტურისათვის
 

2013 წელს ფრანგული ინსტიტუტი დოქტორანტებს სთავაზობს სტიპენდიებს საფრანგეთში კვლევითი პროექტის განსახორციელებლად (2–დან 6 თვემდე).

1. ვის ეხება აღნიშნული პროგრამა?

 კანდიდატურის წამოსაყენებლად საჭიროა:
  • იყოთ საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობდეთ საქართველოში;
  • იყოთ ჩაწერილი დოქტორანტურაზე რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში;
  • გქონდეთ ადგილობრივი უნივერსიტეტისა და მიმღები ფრანგული უნივერსიტეტის ან ლაბორატორიის თანხმობა;
  • თავისუფლად ფლობდეთ ფრანგულს ან ინგლისურს **
 შენიშვნა ფრანგული ენის ცოდნასთან დაკავშირებით: არაფრანკოფონი კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში, ვალდებულნი არიან მოიპოვონ ფრანგულ ენაში A2 დონე, მანამ სანამ გაემგზავრებიან საფრანგეთში, იმ შემთხვევაში, თუკი მათი კანდიდატურა იქნება მიღებული.
 
2. რა უპირატესობას სთავაზობს პროგრამა დაინტერესებულ დოქტორანტებს?
 
Ø   ყოველთვიური სტიპენდია 1050 ევროს ოდენობით
Ø   დახმარება ვიზის მიღებაში (ვიზა უფასოა)
Ø   დახმარება საცხოვრებლის მოძებნაში: საუნივერსიტეტო რეზიდენციებთან წვდომა (თუმცა საცხოვრებლის მიღების გარანტიის გარეშე, განსაკუთრებით პარიზში)
Ø   სოციალური დაზღვევის სრული დაფარვა
 
3. როგორ ხდება კანდიდატურის წამოყენება?

 კანდიდატის დოსიე უნდა შეიცავდეს შემდეგ საბუთებს:

 Ø  CV (მაქსიმუმ ორი გვერდის მოცულობის შედგენილი ფრანგულ, ან ინგლისურ ენაზე) ფოტოსურათით

 Ø  სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ ორი გვერდის მოცულობის დაწერილი ფრანგულ, ან ინგლისურ ენაზე)

 Ø  სასწავლო ან კვლევითი პროექტი (დაწერილი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე)

Ø  სარეკომენდაციო წერილი  მიმღები ფრანგული უნივერსიტეტის ან ლაბორატორიისაგან

 Ø  სარეკომენდაციო წერილი  თემის ქართველი ხელმძღვანელისაგან

 Ø  საქართველოს უნივერსიტეტში ჩაწერის დამადასტურებელი ყველა საბუთი

 Ø  ყველა სხვა საბუთი, რომელის დართვასაც საჭიროდ ჩათვლის კანდიდატი (სერტიფიკატი, დიპლომი, პუბლიკაცია, რეკომენდაცია)

შენიშვნა: საბუთს, რომელიც არ არის შედგენილი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, უნდა ახლდეს ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი.

სრული დოსიე უნდა შემოიტანოთ არაუგვიანეს ოთხშაბათისა, 2013 წლის 23 იანვარს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართზე:

 დავით აღმაშენებლის გამზ. 75

0102 თბილისი

მიღების საათები: 10–დან 19 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ყურადღება: ფრანგული ინსტიტუტი საახალწლოდ იკეტება 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით

განიხილება მხოლოდ სრულად დაკომპლექტებული დოსიე, ჩაბარებული ზემოთ მითითებულ მისამართზე. არასრული დოსიე გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით, არ მიიღება (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა)
 
პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდს: http://www.institutfrançais.ge/ ან მიმართეთ:  
 
ანაის გულკოს
საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშეს
დავით აღმაშენებლის გამზ. 75
0102 თბილისი
(00 995 32) 2 92 28 55 / 2 93 44 58
ელ–ფოსტა : anais.goulko@institutfrancais.ge
 
ანა ლოლუას
კამპუსფრანსის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელს
დავით აღმაშენებლის გამზ. 75
0102 თბილისი
(00 995 32) 2 92 28 55 / 2 93 44 58
ელ–ფოსტა : ana.lolua@institutfrancais.ge
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები