ღია კონკურსი - სტუ-ს ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობები

ღია კონკურსი - სტუ-ს ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობები

22-10-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად:

• კოსმოსური ტრანსპორტირებადი კონსტრუქციების განყოფილების უფროსი;
• მიწისზედა ტრანსპორტირებადი კონსტრუქციების განყოფილების უფროსი;
• საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.

კონკურსის ჩატარების პირობები:
1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.  კერძოდ, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:
ა) კოსმოსური და მიწისზედა ტრანსპორტირებადი კონსტრუქციების განყოფილების უფროსი მოეთხოვება გრაფიკული და გამომთვლელი პროგრამების ცოდნა;
ბ) საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს მოეთხოვება სამუშაო გამოცდილება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:
- საბრძოლო მასალები და შეიარაღებული სისტემები;
- სამხედრო ხელოვნება და ისტორია;
- საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ხელოვნება;
- საინჟინრო ოპერაციები საბრძოლო მოქმედებებში;
- სამხედრო საინჟინრო ხელოვნება;
- ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და ტრანსპორტი საომარ და საგანგებო მდგომარეობაში, საგანგებო მოქმედებებში.

ა-ბ) პროფილის მიხედვით ბოლო 6 წლის განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემებში გამოქვეყნებული მინიმუმ სამი სამეცნიერო ნაშრომი;
ა-ბ) საავტორო უფლებები: აღმოჩენაზე (დიპლომი), გამოგონებაზე (საავტორო მოწმობა ან პატენტი);
ა-ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა; 
ა-ბ) საერთაშორისო სამეცნიერო და სხვა პროექტებში მონაწილეობა;
ა-ბ) სამეცნიერო საქმიანობით მიღებული შედეგები, რომელმაც მოიპოვა აღიარება;
ა-ბ) კომპიუტერული პროგრამებისა და თანამედროვე საინფორმაციო-ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა (საოფისე - Word, Exel, გრაფიკული - AutoCADInventor  დ სხვა, გამომთვლელი - Lira, Ansys, MSC Nastran). 

2. კონკურსნტმა უნდა წარმოადგინოს:  
ა) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
დ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ე) პროფილის მიხედვით ჩატარებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ვ) 2 ფოტო სურათი ¾ -ზე;
ზ) ავტობიოგრაფია (CV).

3. განცხადების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები:

განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 19-24 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. #68ბ, ოთახი #614.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 26 ნოემბერს, პირველადი შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოქვეყნდება 2018 წლის 27 ნოემბერს, კონკურსის წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრები სამეცნიერო საბჭოს წარედგინება 30 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“, ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, რომელსაც კონკურსანტი შეიძლება გაეცნოს უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.

კონკურსის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სიახლეებში დაბრუნება