განათლების საერთაშორისო გამოფენა

განათლების საერთაშორისო გამოფენა

19-10-2018 28 ოქტომბერს,12:00-დან 17:00-საათამდე, Courtyard Marriott სასტუმროში (თავისუფლების მოედანი N4, თბილისი 0105) განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები (DAAD, AIESEC, ESN, ფრანგული ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო და ა. შ.).

აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:
 • სტიპენდიები
 • კვლევითი გრანტები
 • საზაფხულო სკოლები
 • საბაკალავრო პროგრამები
 • სამაგისტრო პროგრამები
 • სადოქტორო პროგრამები
 • სტაჟირება საზღვარგარეთ
 • მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები
 
განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge.
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება