პროექტი ECOMODE - კონკურსი პროექტის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით

პროექტი ECOMODE - კონკურსი პროექტის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით

19-10-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ლოგოს შესაქმნელად ERASMUS+ პროგრამის პროექტისთვის ECOMODE - “ეკო - ხელშეწყობა - ინოვაციური ბიზნეს-მოდელის განვითარება სამასპინძლო ინდუსტრიის მცირე და საშუალო ბიზნესში” (Fostering Eco – Innovative Business Model Development in SMEs in Hospitality Industry).

ლოგო  იქნება პროექტის  ვიზუალური სახე, რომლითაც ის წარსდგება  ყველა შემდგომ სტადიაზე, სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში, საქმიან კორესპონდენციაში. გამარჯვებული ლოგოს ავტორი კი მითითებული იქნება პროექტის ოფიციალურ დოკუმენტებში და ასევე, მას გადაეცემა სათანადო სერტიფიკატი ევროკავშირის პროექტში  შეტანილი წვლილისთვის.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული 10 საუკეთესო ნამუშევარი და დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით. ათივე ნამუშევარი მეორე ეტაპზე საკონკურსოდ გაიგზავნება პროექტის კოორდინატორ ორგანიზაციაში “Training 2000” – VET organization (იტალია). იტალიაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წარმომადგენელი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ამისათვის მან უნდა შეავსოს შესაბამისი მონაცემები:

სახელი
გვარი
მამის სახელი
პირადობის ნომერი
ელ.ფოსტა
ტელეფონი
მობ.ტელეფონი
დაწესებულება
განყოფილება, ფაკულტეტი, დეპარტამენტი...

კონკურსის თემა უნდა იყოს, ერთის მხრივ, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, ტურიზმის სამასპინძლო სეგმენტი და მეორეს მხვრივ, უწყვეტი განათლების კომპონენტი, სასწავლო პროცესის თანმხლები ინოვაციური ტექნოლოგიებით - ღია ონლაინსასწავლო სისტემით, სათამაშო ინდუსტრიული რესურსების გამოყენებით.

ლოგოს უნდა ჰქონდეს წარწერა -  ECOMODE.

გამარჯვებულ ლოგოზე პროექტის ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ ექსკლუზიური საავტორო უფლება.

ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც JPG ფაილის სახით, ასევე, ვექტორული გამოსახულებით (Adobe Illustrator, Corel ან სხვა ნებისმიერი ვექტორული პროგრამა).
გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: 1. ვიზუალური მხარე; 2. კონცეფცია.

ჟიური საუკეთესო ნამუშევარს გამოვლინდება კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე:
archibiba@yahoo.com
n_chachava@gtu.geninopailodze@mail.ru 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ოქტომბერი.

გამარჯვებული გამოვლინდება 29 ოქტომბერს.

აღსანიშნავია, რომ ERASMUS+ პროექტი ECOMODE - “ეკო - ხელშეწყობა - ინოვაციური ბიზნეს-მოდელის განვითარება სამასპინძლო ინდუსტრიის მცირე და საშუალო ბიზნესში” (Fostering Eco – Innovative Business Model Development in SMEs in Hospitality Industry) დაიწყო მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში, 2020 წლის 20 სექტემბრამდე.

მისი მისიაა ტურისტულ ინდუსტრიაში მდგრადი სამასპინძლო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე ეკოლოგიური ფაქტორის, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებისა  და დაცვის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ტრეინინგების სერია, სასწავლო კურსის მომზადება, სასწავლო ონლაინპლატფორმის მომზადება, სასწავლო კურსისთვის შესაბამისი სათამაშო პროგრამების შექმნითა და ჩართვით,  რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას, ინფორმაციის კარგ აღქმადობასა და შეფასებას.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ მისი გამოყენება შეძლოს ამ ბიზნესში ჩართულმა სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელმა. ათვისებისა და შესწავლის პროცესები მაქსიმალურად არის გამარტივებული ნებისმიერი ასაკის ჯგუფისთვის.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ: 
ბელა თინიკაშვილი
ტელ.: 595 00 74 03
ელ.ფოსტა: archibiba@yahoo.com

 

სიახლეებში დაბრუნება