SI Visby სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა 2019/2020 აკადემიური წლისათვის

SI Visby სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა 2019/2020 აკადემიური წლისათვის

18-10-2018 შვედეთის ინსტიტუტი აცხადებს სტიპენდიების პროგრამას სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო კვლევების ჩასატარებლად, 2019/2020 აკადემიური წლისათვის, SI Visby პროგრამის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, ბელარუსიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, მოლოდოვეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.

კონკურსში გამარჯვებულებს კვლევების ჩატარება შეუძლიათ 6, 9 ან 12 თვის განმავლობაში. 

სტიპენდიის ოდენობა 
• PhD სტუდენტი – თვეში 18,000 შვედური კრონი
• პოსტ-დოქტორი – თვეში 21,000შვედური კრონი
• უფროსი მეცნიერი – თვეში 21,000 შვედური კრონი

სააპლიკაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 ბწლის 12 დეკემბერი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება