SIDA - ტექნოლოგიური გრანტი

SIDA - ტექნოლოგიური გრანტი

18-10-2018 შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და  ეკონომიკური და რეგიონალური განვითარების შვედური სააგენტოს (Tilvaxtverket) საგრანტო პროგრამა Demo Environment Program ითვალისწინებს ტექნოლოგიური გრანტის მოპოვების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიძიონ ახალი ბაზრები, დანერგონ ახალი ტექნოლოგიები და ხელი შეუწყონ ადგილობრივი გარემო პირობების გაუმჯობესებას.

პროგრამის ძირითადი მიზანია სუფთა ტექნოლოგიების, სისტემების, პროცესების და მომსახურების სფეროს წახალისება შემდეგი მიმართულებებით:
  • კლიმატური ცვლილების მიმართ ადაპტაცია/შერბილება;
  • ეკოსისტემების მომსახურება; 
  • განახლებადი ენერგია; 
  • წყალმომარაგება და სანიტარია; 
  • ურბანული განვითარება.
პროგრამა ორი ტიპის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. პირველი მიზნად ისახავს მოსამზადებელი სამუშაოების/საქმიანობის დაფინანსებას, რომლის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიძიონ ახალი ბაზრები და განახორციელონ ახალი ტექნოლოგიების ამ ბაზრებზე გამოყენების გარემოზე ზემოქმედების შედეგების, აგრეთვე სიღარიბესთან ბრძოლის ხარისხის კვლევა. ეს არის ტექნიკური ხასიათის დახმარება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ბაზრის კვლევას, ისე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, გამოცდილების გაზიარებას, ბიზნეს გეგმის შემუშავებას და სხვა.

მეორე ტიპის გრანტი კი სადემონსტრაციო პროექტის (Demonstration Projects) განხორციელებას ითვალისწინებს. ის უკვე მოწინავე ტექნოლოგიების იმპორტს და თანამედროვე მიღწევების დანერგვას ისახავს მიზანდ. ამ შემთხვევაში, ფინანსური სახსრების მიმღებად მოიაზრება მიმღებ ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ხელს შეუწყობენ ადგილობრივი გარემო პირობების გაუმჯობესებას. გრანტის გამოყოფა ხდება კონკურსის საფუძველზე, განაცხადების შერჩევის გზით. ამასთან, მოსამზადებელი სამუშაოების/საპროექტო საქმიანობის დაფინანსებაზე გრანტის მოთხოვნის უფლება აქვს გამყიდველ მხარეს, დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ერთობლივად.

საპროექტო გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 350 000 შვედურ კრონს (დაახლ. 34 000 ევრო). განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი.

სადემონსტრაციო პროექტის განხორციელებისთვის გრანტის მაქსიმალური ოდენობა არის 1 800 000 შვედური კრონი (დაახლ. 175 000 ევრო). სადემონსტრაციო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა პროექტის განმახორციელებელ, მყიდველ მხარეს შეუძლია. სადემონსტრაციო გრანტზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 ოქტომბერი.

გასათვალისწინებელია, რომ გამყიდველის და მყიდველის მიერ, ერთობლივი თანამშრომლობით, ორივე გრანტის მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა დაუშვებელია. განაცხადის წარდგენის და კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება