კონკურსი

19-12-2012
 კონკურსი
 
დამთავრდა კონკურსი სტუ-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის საუკეთესო  ნაწარმოების − სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობის, გრაფიკული ან ფერწერული ნამუშევრის, ფოტოხელოვნების ნიმუშის - გამოსავლენად.
 
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით (თავმჯდომარე – რევაზ მიშველაძე), პრემიები მიეკუთვნა:
 
სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობისთვის
II პრემია – თეონა გვაძაბიას, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, IV კურსი, 108970–ე ჯგუფი;
III პრემია – მონიკა შონიას, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, II კურსი, 2163–ე ჯგუფი;
 
სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფერწერული ნამუშევრისთვის
II პრემია – გიორგი ჯინორიძეს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, II კურსი, 6102–ე ჯგუფი;
                      ნათია ჩიტიაშვილს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, I კურსი, 6205–ე ჯგუფი;
III პრემია – ნოდარ კვანჭიანს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, III კურსი, 6001–ე ჯგუფი;
წამახალისებელი პრემიები გადაეცათ: ზაალ სალუაშვილს (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, III კურსი, 6001–ე ჯგუფი) და თეონა გვაძაბიას (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, IV კურსი, 108970–ე ჯგუფი).
კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები. მოთხრობები გამოქვეყნდება ჟურნალ „პარალელში“.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები