პროექტი InnoCENS - IAB და PMB საორგანიზაციო შეხვედრები და სასწავლო კურსი „სწავლების ინოვაციური მეთოდები“ (InnoPeda) ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

პროექტი InnoCENS - IAB და PMB საორგანიზაციო შეხვედრები და სასწავლო კურსი „სწავლების ინოვაციური მეთოდები“ (InnoPeda) ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

28-09-2017 11-20 სექტემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS (Enhancing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) ფარგლებში, ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ფინეთი) ჩატარდა სასწავლო კურსი „სწავლების ინოვაციური მეთოდები“ (InnoPeda), რომელშიც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტის, წარმომადგენლებმა.

ტრეინინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს. ინტენსიურ და საკმაოდ დატვირთულ სამუშაო და სალექციო შეხვედრებზე განხილული იქნა საუნივერსიტეტო საქმიანობაში ინოვაციურ კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული თემები, ინოვაციური პედაგოგიკის ორიენტირები და ინოვაციური პედაგოგიკის სხვა აქტუალური საკითხები. ამასთან ერთად, განხილილი იქნა ფინეთის უმაღლესი განათლების დაწესებულებების პრაქტიკული მაგალითები და გამოცდილებები ინოვაციური პედაგოგიკის მიმართულებით. მონაწილეებს კურსის გავლის შედეგ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ტურკუს უნივერსიტეტშო ორგანიზებულ სასწავლო კურსში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგები: ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი), ასისტ.პროფ. ლია რუხაძე და ასისტ.პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი).


აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS წარმოადგენს 
Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. ასევე, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს კონსორციუმის წევრი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნას ორი სასწავლო კურსის „ინოვაციები ტექნოლოგიებში“ და „ინოვაციური ტექნოლოგიები მეწარმეობისათვის“ ევროპული სტანდარტის მქონე სილაბუსი.

ტრეინინგების დაწყებამდე, ასევე, გაიმართა პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და სახელმწიფოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) საორგანიზაციო შეხვედრები, რომლებშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბატონმა დავით სონღულაშვილმა; ქალბატონმა თეა ტარიელაშვილმა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და პროფ. ოთარ ზუმბურიძემ (სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი).

 

სიახლეებში დაბრუნება