პროექტი InnoCENS - საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) სამუშაო შეხვედრები ბელარუსში

პროექტი InnoCENS - საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) სამუშაო შეხვედრები ბელარუსში

16-07-2018 1-7 ივლისს, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრესტის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) პროექტის ფარგლებში ჩატარდა პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და სახელმწიფოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) წლიური სამუშაო შეხვედრები.

შეხვედრების მიზანი იყო პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებს წარმოედგინათ მიმდინარე ეტაპისთვის პროექტის ეგიდით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი მოხსენებები. ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრების რეკომენდაციებისა და პროექტის ძირითადი სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობების გათვალისწინებით დაიგეგმა პროექტის მომდევნო პერიოდის ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ძირითადი გეგმის ნახევარი უკვე დასრულდა და სექტემბრიდან დაიწყება პროექტის მეორე ნახევრის აქტივობის განხორციელება რომელიც გულისხმობს პროექტის მთავარი სამიზნე აქტივობების იმპლემენტაციას პროექტის კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს და შესაბამისად, სექტემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასშტაბით InnoCENS პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და მასში ჩართვა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ბელარუსში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ასოც.პროფ. ბორის გითოლენდიამ (საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური).

 

სიახლეებში დაბრუნება