CERN - "შემეცნებითი ფესტივალი საქართველოში"

CERN - "შემეცნებითი ფესტივალი საქართველოში"

12-10-2018 22-26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება CERN-ის სამეცნიერო და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიება „შემეცნებითი ფესტივალი საქართველოში“.

ფესტივალი მოიცავს 3 განსხვავებულ ღონისძიებას და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობებში ფუნდამენტური კვლევებისადმი, ინჟინერიის, IT ტექნოლოგიებისა და მათემატიკისადმი ინტერესის ამაღლებას.

1. IPPOG ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს მასტერკლასებს სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის I-II კურსის  სტუდენტებისთვის;

2. CERN-ის სამეცნიერო-შემეცნებითი პრაქტიკული სემინარი, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი და საშუალო სკოლის მასწავლებლებისათვის და მკვლევრებისათვის;

3. Art@Science გამოფენა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა Art@Science ნამუშევრების პრეზენტაცია და გაიმართება დისკუსიები მათ ავტორებთან.

CERN-ის შემეცნებითი ფესტივალი ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა აძლევს, სხვა ქვეყნების თანატოლებთან მიმართებაში წარმოაჩინონ და შეაფასონ საკუთარი თავი, რაც გაზრდის პროგრესისა და კრიატიულობის მოტივაციას და აამაღლებს ახალგაზრდების, როგორც თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების შესაძლებლობას.


 

სიახლეებში დაბრუნება