სტუდენტური გაცვლითი პროგრამა

14-12-2012

სტუდენტური გაცვლითი პროგრამა Global UGRAD

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს საბუთების მიღებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე Global UGRAD და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს ნებისმიერ დისციპლინას. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას.

ანკეტების მიღება მიმდინარეობს 2013 წლის 14 იანვრამდე.

ანკეტების ჩაბარება შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე აირექსის ოფისში. 

დეტლური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.irex.ge/ugrad . 

ელექტრონული საანკეტო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://oas.irex.org/ugrad/Logon?ReturnUrl=%2fugrad.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები