სასტიპენდიო კონკურსი

06-12-2012
კაპტო ჯგუფის სასტიპენდიო კონკურსი
 
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აუდიტორული კომპანია - "კაპტო ჯგუფი" აცხადებს სახელობითი სტიპენდიის კონკურსს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსის ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდული მიმართულებების სტუდენტებისთვის. 

კონკურსის მონაწილე საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება სხავადასხვა ოდენობის ერთწლიანი სტიპენდიით. ხოლო საუკეთესო ხუთეულს ექნება "კაპტო ჯგუფში" სტაჟირების შესაძლებლობა, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და კითხვარი. შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი გაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: competition@rsmcapto.ge არა უგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრისა.
 
კონკურსის მესამე ეტაპის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით. დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდება კონკურსის მონაწილე საუკეთესო ხუთეული.

პირველი ადგილი - 200-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის განმავლობაში,
მეორე ადგილი - 150-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის განმავლობაში,
მესამე ადგილი - 100-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის განმავლობაში.

კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები მუდმივად განთავსდება "კაპტო ჯგუფის" ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე:
http://www.facebook.com/RSMCapto
 
დამატებითი კითხვებისათვის დაუკავშირდით: 2 55 88 99, 558 904199


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები