ოლიმპიის საზაფხულო აკადემია

07-02-2014
ოლიმპიის საზაფხულო აკადემია 2014 პოლიტიკასა და საერთაშორისო სწავლებაში
 
2014 წლის 12 – 23 ივლისს, ძველ ოლიმპიაში (საბერძნეთი), ოლიმპიის  საზაფხულო აკადემია ორგანიზებას უკეთებს საგანმანათლებლო სემინარებს კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პრაქტიკანტებისთვის.
 
 „ოლიმპიის საზაფხულო აკადემია 2014 პოლიტიკასა და საერთაშორისო სწავლებაში“ ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:
 
·         კონფლიქტი და პოლიტიკური ძალადობა
·         ტერორიზმი და კონტრტერორიზმი
·         რელიგია და საერთაშორისო პოლიტიკა
·         ეკონომიკის განვითარება და ინკლუზიური ბიზნესი
·         საზღვაო უსაფრთხოება
·         ისტორია და ფილოსოფია საერთაშორისო ურთიერთობებში
·         პოლიტიკური რისკის ანალიზი.
 
გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია მონაწილეთა საგრანტო დაფინანსება 500 ევროს ოდენობით.
 
 სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.03.2014.
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.olympiasummeracademy.org

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები