პროექტი BACKIS

28-11-2012
კონკურსი BACKIS (ERASMUS MUNDUS)-ის მობილობის გრანტების მოსაპოვებლად
 
გამოცხადდა კონკურსი ERASMUS MUNDUS - ის მეორე აქტივობის პროექტის BACKIS ფარგლებში.
 
პროექტი გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას  კავკასიის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) და  ევროპის ქვეყნებს შორის.
 
 BACKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
 
განაცხადები მიიღება 2012 წლის 26 ნოემბრიდან  2013 წლის 1 მარტამდე.
 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://backis-mundus.eu
 
 დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს (კოსტავას ქ. #77, ოთახი №225, ტელ.:2363206, ელ-ფოსტა: ird@gtu.ge).
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები