ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

06-10-2018 პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Poznan University of Life Sciences - PUELS) (პოზნანი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობის პერიოდთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია სატყეო მიმართულება).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობის პერიოდთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული და 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია სატყეო მიმართულება).

 

სიახლეებში დაბრუნება