საშემოდგომო სკოლა „დაზვერვისა და კონტრდაზვერვის როლი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“

საშემოდგომო სკოლა „დაზვერვისა და კონტრდაზვერვის როლი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“

05-10-2018 შპს „ვოტუმი და მეცნიერება“, “ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრთან” და “ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის” ერთად აცხადებს მიღებას საშემოდგომო სკოლაში „დაზვერვისა და კონტრდაზვერვის როლი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“.

საშემოდგომო სკოლის მიზანია შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით უზრუნველყონ პირები, რომლებსაც აინტერესებთ საერთაშორისო ურთიერთობები, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო საქმიანობა, ეროვნული უსაფრთხოების დარგების ანალიტიკური შესწავლის საკითხები, პირადი და სახელმწიფო უშიშროება.
 
საშემოდგომო სკოლაში განხილული იქნება:
  • სადაზვერვო საქმიანობის არსი, მისი როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში;
  • კონტრსადაზვერვო საქმიანობის არსი, მისი როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში;
  • ანალიტიკური უნარ-ჩვევები სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მიმართულებით;
  • სახელმწიფო და პირადი უსაფრთხოების დაცვის პირობები.
მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:
  • სადაზვერვო საქმიანობა;
  • პოლიტიკური დაზვერვა, პოლიტიკური საფრთხეები;
  • პოლიტიკური კონტრდაზვერვა, პოლიტიკური დაზვერვის ნეიტრალიზების საშუალებები;
  • ეკონომიკური დაზვერვა, ეკონომიკური საფრთხეები;
  • ეკონომიკური კონტრდაზვერვა, ეკონომიკური დაზვერვის ნეიტრალიზების საშუალებები;
  • სამხედრო დაზვერვა, სამხედრო საფრთხეები;
  • სამხედრო კონტრდაზვერვა, სამხედრო დაზვერვის ნეიტრალიზების საშუალებები;
  • სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვა, სამეცნიერო ტექნიკური სექტორში არსებული საფრთხეები;
  • სამეცნიერო-ტექნიკური კონტრდაზვერვა, სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები;
  • სადაზვერვო გადაბირება;
  • კონტრსადაზვერვო გადაბირება;
  • საქართველოს დაზვერვის სამსახური და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები;
  • სახელმწიფო საიდუმლოების როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში;
  • ეთნიკური უსაფრთხოების როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში;
  • საზოგადოების ღირებულებათა სისტემის უსაფრთხოება;
  • ბრძოლის სტრესი და საბრძოლო ფსიქოლოგია. 
საშემოდგომო სკოლის გავლის შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, განვლილი საკითხების ნუსხა საათობრივი დატვირთვით და სარეკომენდაციო წერილი.

მეცადინეობა ჩატარდება 2 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ.

საშემოდგომო სკოლის ღირებულება თვეში 110 ლარია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2018 წელი.

კურს გაუძღვებიან პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მქონე ექსპერტ-მეცნიერები.
 
დაინტერესების შემთხვევაში CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: voting.science@gmail.com (დასახელებაში მიეთიეთება: „დაზვერვისა და კონტრდაზვერვის როლი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“).

საკონტაქტო პირი:       
თამარ ტარტარაშვილი (საორგანიზაციო საკითხები)
ტელ.: +995 555 667 664 
დავით კუხალაშვილი (თემატური საკითხები)
ტელ.: +995 577 77 10 55

 

სიახლეებში დაბრუნება