ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

04-10-2018 კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Kiel University of Applied Sciences – FH Kiel) (კილი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.10.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 15 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 17.10.2018
ნომინანტების ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადა მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე: 01.11.2018

კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის აკადემიურ კალენდართან და აკომოდაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (ინგლსურენოვანი საგანმანათლებლო კურსების არჩევის შემთხვევაში ინგლისური ენა - B2 და გერმანული ენა - A1, გერმანულენოვანი საგანმანათლებლო კურსების არჩევის შემთხვევაში - გერმანული ენა - B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში და პრიორიტეტულია ინჟინერინგი, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.10.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 15 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 17.10.2018

კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის აკადემიურ კალენდართან და აკომოდაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალის მობილობა განხორციელდება კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (სასურველია, აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდეს ე.წ. „ინტერდისციპლინარული კვირეულების“ განმავლობაში, რომელიც ჩატარდება 2018 წლის 5-16 ნოემბრის პერიოდში).
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული და 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში და პრიორიტეტულია ინჟინერინგი, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება