მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში

15-11-2012

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამისტთა გუნდების წარმატება

3 ნოემბერს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პარალელურად ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი. აღნიშნული მეოთხედფინალის შედეგების საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამისტთა სამი გუნდი, Georgian TU 1 (გიგა კოკაია, გურამ მიქიაშვილი, დავით ვარამაშვილი), Georgian TU 2 (ნოდარ დარჩიაშვილი, გიორგი მინდიაშვილი, უშანგი მიქელაძე) და Georgian TU 3 (დავით სირბილაძე, ლიდია ხუციშვილი, ზურაბ დადიანი) ნახევარფინალში გავიდა. სამივე გინდის მწვრთნელია პროგრამირებაში სტუ-ის საოლიმპიადო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი, თეოდორე ზარქუა.

1-5 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს ნახევარფინალს სამხრეთ კავასიის გუნდებისთვის და სამხრეთ კავასიის ღია ჩემპიონატს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები