ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - ადმინისტრაციული პერსონალის კვირეული 2018

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - ადმინისტრაციული პერსონალის კვირეული 2018

03-10-2018 სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს ERASMUS+ ადმინისტრაციული პერსონალის კვირეულს 2018.

საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2018 წლის 22-26 ოქტომბერს.

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.10.18
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 11.10.18 
ნომინირების შემდგომ ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადა: 12.10.18

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით  მეტი სასარგებლო და პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა გათვალისწინებულია ნულოვანი გრანტით (ე.წ. Zero Grant), თუმცა შესაძლებელია საცხოვრებლის დაფინანსება სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული  პერსონალის მობილობა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში).

 

სიახლეებში დაბრუნება