VIII გერმანულ-ქართული სკოლა და ვორქშოფი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

VIII გერმანულ-ქართული სკოლა და ვორქშოფი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

03-10-2018 20-24 აგვისტოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდი“ ფარგლებში გაიმართა მერვე „გერმანულ-ქართული სკოლა და ვორქშოფი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“.

პროექტში მონაწილე ქართველმა სტუდენტებმა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თავიანთი მიმდინარე, უკვე დასრულებული და მომავალში დაგეგმილი კვლევები წარადგინეს. საგანგებოდ ჩამოსულმა გერმანელმა მეცნიერებმა ყველაზე პერსპექტიული სტუდენტები შეარჩიეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრში გაივლიან სტაჟირებას.

ღონისძიებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

 

სიახლეებში დაბრუნება