ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

02-10-2018 სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალითვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

დამატებითი ინფორმაცია სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა პროექტის პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება