მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

02-10-2018

2018 წლის 02 ოქტომბრის №01-09-10/197 ბრძანების თანახმად, გამოცხადდეს დამატებითი მიღება ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება საფაკულტეტო ბრძანებით შექმნილი საბუთების მიმღები კომისიების მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს ფაკულტეტებზე.

სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 3 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო ცენტრში, სტუ-ის I კორპუსი, კოსტავას ქ.68;                                                            

სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს, 3 ოქტომბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება 3 ოქტომბერს 13:00 საათამდე, საგამოცდო ცენტრში, მათი განხილვა მოხდება 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე; სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს 3 ოქტომბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

საფაკულტეტო რანჟირების დოკუმენტი გამოქვეყნდება ა.წ. 3 ოქტომბერს;

მაგისტრანტობის კანდიდატმა ფაკულტეტის დეკანატში უნდა გააფორმოს ხელშეკრულება 2018 წლის 3 ოქტომბერს (წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩარიცხულთა სიაში ვერ მოხვდება);

2018-2019 სასწავლო წლისთვის სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის ბრძანება გამოიცემა ამა წლის 4 ოქტომბრამდე. 


დანართი 1 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

1.სამაგისტრო პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები - ვაკანსია 10                                          

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი 

1. სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება - ვაკანსია 11


 

სიახლეებში დაბრუნება