დაჯილდოება

09-11-2012
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 საუკეთესო სტუდენტი
მაგთიკომის  სტიპენდიატი გახდა
 
9 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგთიკომის სტიპენდიატების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროექტი „მაგთიკომის სტიპენდია“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელდა და ტექნიკური უნივერსიტეტის 12 საუკეთესო სტუდენტის გამოვლენასა და დაჯილდოებას ისახავდა მიზნად.
კომპანია მაგთიკომის სტიპენდიით დაჯილდოვდნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები - მერი გოგოლაძე, მარიამ მკერვალი, თამარ ბიწაძე, სანდრო მაისურაძე, გიორგი ფეტელავა, ანა კაკაბაძე და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები - ზვიად ჯობავა, ია მუმლაძე, ქეთევან ცომაია, დავით ხაჩატურიანი, გიორგი ლაზაშვილი, თამარ ჟვანია. 
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი ზურაბ წვერაიძე, მაგთიკომის პრეზიდენტი დევიდ ლი, მაგთიკომის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო სურგულაძე, სტუდენტები, სტუ-ის ადმინისტრაციისა და სტუდენტურ თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მაგთიკომმა ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტებისათვის ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდია დააწესა. საუკეთესო სტუდენტების შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და რექტორატის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა.
მაგთიკომი სტუდენტთა წახალისების გარდა, საუკეთესო კურსდამთავრებულებსაც აძლევს შანსს,  ვაკანტურ პოზიციებზე შერჩეულ კანდიდატთა სიაში მოხვდნენ და მაგთიკომის თანამშრომლები გახდნენ. კომპანია წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებიდან არჩევს შესაფერის კანდიდატებს.
გასულ კვირას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ 15 კურსდამთავრებული სპეციალური შერჩევისა და ტესტირების საფუძველზე მაგთიკომის ცხელი ხაზის თანამშრომელი გახდა.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები