ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

30-09-2018 აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის (I და II სემესტრები).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით  განსაზღვრულია  2 ადმინისტრაციული და 2 აკადემიური პერსონალის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა ბიზნესის  ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, კვების ტექნოლოგია, მასალათმცოდნეობა, გეოლოგია, საჯარო მმართველობა, მათემატიკა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ინჟინერია).

 

სიახლეებში დაბრუნება