ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

29-09-2018 იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Ignacy Lukasiewicz Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: არქიტექტურა, ენერგეტიკა, სამშენებლო, კომპიუტერული მეცნიერებები).

 

სიახლეებში დაბრუნება