ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

29-09-2018 ბარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Bari – POLIBA) (ბარი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

იტალიური ენის კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
  
ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბარის პოლიტექნიკურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: კომპიუტერული მეცნიერებები, ტელეკომუნიკაცია, ავტომატიკა).

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში).

 

სიახლეებში დაბრუნება