საერთაშორისო კონფერენცია

08-11-2012

III საერთაშორისო კონფერენცია
“ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”

 

8 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”.  კონფერენცია 10 ნოემბერს დასრულდება.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ბორის იმნაძემ. გახსნას ესწრებოდნენ სტუ-ის პროფესორები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდნ და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. პირველი მოხსენება წაიკითხა სტუ-ის ქართული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა თემურ ჯაგოდნიშვილმა. 

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: ვერბალური კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა; კომუნიკაციური ლინგვისტიკა; ჰუმანიტარული მეცნიერებანი და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები;
ლიტერატურათმცოდნეობა: კომუნიკაციური მოდელები მხატვრული ტექსტის სივრცეში; ვერბალური კომუნიკაცია და საინფორმაციო სისტემები; კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინჟინრო და ტექნიკურ სფეროებ­ში;
უცხო ენები XXI საუკუნის დასაწყისის კულტურათშორის კომუნიკა­ციებში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები სამართალმცოდნეობასა და სოცი-ალურ დისციპლინებში; უცხო ენები და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები: სიახ­ლე სწავლების მეთოდიკაში; თარგმანი, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის საშუალება; კომუნიკაციური ტექნოლოგიები ჟურნალისტიკაში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები იურისტპრუდენციაში;
კომუნიკაციური ტექნოლოგიები პოლიტიკაში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული

სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები