პროექტი ECOMODE

პროექტი ECOMODE

27-09-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის პროექტში ECOMODE - “ეკო - ხელშეწყობა - ინოვაციური ბიზნეს-მოდელის განვითარება სამასპინძლო ინდუსტრიის მცირე და საშუალო ბიზნესში” (Fostering Eco – Innovative Business Model Development in SMEs in Hospitality Industry).

ERASMUS+ პროგრამის კონკურსში გამარჯვებული პროექტი (#2018-1-IT01-KA202-006788 (CUP code G94D18000030006)) მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობას ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას პროფესიული განათლების განვითარებისათვის ტრეინინგისა და სწავლების გზით. დამფინანსებელი ორგანიზაციაა იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ INAPP.

პროექტის კოორდინატორია პროფესიული განათლებისა და სწავლების ცენტრი, იტალიური ორგანიზაცია “Training 2000” – VET organization (პროექტის ხელმძღვანელი - დოქტორი ელმო დე ანჯელისი (Elmo De Angelis). კონსორციუმში ჩართულები არიან საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის და თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სტუ-ს ეგიდით პროექტის მართვას ანხორციელებენ: კოორდინატორი პროფ. ნინო ფაილოძე (ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი), ასოც. პროფ. ნინო ჩაჩავა (არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი), პროფ. ია მოსაშვილი და პროფ. თამარ ლომინაძე (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი).

პროექტის ხანგრძლივობა 24 თვეა. იგი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს იწყება და 2020 წლის 30 სექტემბერს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება