ბრძანება

10-03-2008
              ს.ს.ი.პ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
        ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
 
___________________N ________
 
უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი
სწავლების განყოფილების ლიკვიდაციის
შესახებ
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების ლიკვიდაციის მიზნით
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
 
  1. მიმდინარე წლის 5 მარტიდან დაიწყოს უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების ლიკვიდაციის პროცესი;
  2. უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების მეოთხე კურსის, აგრეთვე მეხუთე კურსის იმ სპეციალიზაციების (სამართალმცოდნეობა, ფარმაცია) სტუდენტებისთვის, რომელთა სასწავლო გეგმა მოითხოვს ექვსი კურსის გავლას, ფაკულტეტის ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, სწავლების დარჩენილი ორი სემესტრი წარიმართოს ამ წლის 14 აპრილიდან 17 მაისამდე და 27 მაისიდან 21 ივნისამდე;
  3. უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების უფროსმა (ა.კვარაცხელია) სტუ-ს სასწავლო-სამეცნიერო სამმართველოში წარმოადგინოს ამ ბრძანების მე - 2 პუნქტით განსაზღვრული, დარჩენილი ორი სემესტრის აკადემიური დატვირთვა;
  4. ამა წლის 21 ივნისიდან უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე შეწყდეს სწავლების პროცესი;
  5. უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე ამჟამად რიცხული ყველა სტუდენტისათვის, მიმდინარე და არსებული აკადემიური დავალიანებების სალიკვიდაციოდ განისაზღვროს უწყვეტი პერიოდი ამა წლის 5 მარტიდან 11 ოქტომბრამდე, პროფესორების ზაფხულის საშვებულებო პერიოდის გამოკლებით;
  6. უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე ამჟამად რიცხულ ყველა სტუდენტს, რომელსაც ამა წლის 11 ოქტომბრის შემდეგ დარჩება აკადემიური დავალიანება, მის სალიკვიდაციოდ მიეცეს ვადა ამა წლის 15 ნოემბრამდე;
  7. დაევალოს უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების ხელმძღვანელობას (ა.კვარაცხელია, ო.შონია, თ.გიორგაძე), სტუ-ს ყველა შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ამ ბრძანების მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების  მაქსიმალური მობილიზება ამავე პუნქტით განსაზღვრულ კონტიგენტთან ურთიერთობაში აკადემიურ დავალიანებათა ლიკვიდაციის პროცესში;  დროულად აღმოუჩინონ მათ ინფორმაციული და  საკონსულტაციო დახმარება;
  8. უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების ყველა ის სტუდენტი, რომელსაც ამა წლის 15 ნოემბრის შემდეგ დარჩებათ  აკადემიური დავალიანება ამოირიცხონ უნივერსიტეტიდან;       
  9. უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებამ უზრუნველყოს კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების და სხვა საარქივო მასალის გადაცემა სტუ-ს არქივისათვის;
  10. ამ ბრძანების მე-9 პუნქტით განსაზღვრული პროცედურა დაიწყოს ამა წლის 5 მარტიდან;
  11. უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების ლიკვიდაციის პროცესი დასრულდეს ამა წლის 26 დეკემბერს;
  12. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ს.ესაძეს. მასვე დაევალოს მოამზადოს განცხადების ტექსტი ბეჭდვითი და ელექტონული მედიისათვის;
  13. ბრძანების შესრულებაზე პერიოდული ანგარიშის წარდგენა სტუ-ს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის უზრუნველყოს უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების უფროსმა ა.კვარაცხელიამ;
  14. ბრძანება განთავსდეს სტუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსსა და უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაში;
  15. დაევალოს უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების ხელმძღვანელობას (ა.კვარაცხელია, ო.შონია, თ.გიორგაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების გაცნობა უწყვეტი განათლებისა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების სტუდენტებისათვის;
  16. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე
 
საფუძველი: კანონი «უმაღლესი განათლების შესახებ», მუხლი 87, პუნქტი 7.
 
რექტორი, პროფესორი                                           ა.მოწონელიძე
 
ვიზები:
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფ.                          ქ.ქოქრაშვილი
 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსი, პროფ.                                                 ს.ესაძე
 
სასწავლო-სამეცნიოერო სამმართველოს
უფროსი, პროფ.                                                ი.ლომიძე
 
სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი                                        ბ.მაისურაძე

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები