სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტზე

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტზე

25-09-2018 24 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გიორგი ქვარცხავამ  სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანს ვალტერ ოეჩელსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ვიცე-დეკანს ნუგზარ დავითაშვილს უმასპინძლა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

სან-დიეგოს უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოდან მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დოქტორანტების ამერიკაში სწავლას შეუწყოს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ და ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს. ამერიკელი სტუმრები საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის პოტენციალს გაეცნენ და ქართული იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

 

სიახლეებში დაბრუნება