V საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“

V საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“

24-09-2018 1-5 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება, მონიტორინგი, რისკების შეფასება და მართვა.

თემატიკის აქტუალობიდან გამომდინარე, კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და რეგისტრაცია გაიარა 22 ქვეყნის 200-მდე მეცნიერ-სპეციალისტმა, მათ შორის UNESCO-ს წარმომადგენლებმაც.

კონფერენციის ცნობადობის გაზრდის მიზნით გამოიცა 670-გვერდიანი ფერადილუსტრირებული შრომათა კრებული და სამუშაო პროგრამა.

კონფერენციის მსვლელობის პერიოდში დაგეგმილია UNESCO-ს სესია ღვარცოფულ პრობლემებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და წევრები.

კონფერენციის მონაწილებისათვის 4-5 ოქტომბერს ჩატარდება პროფესიული ექსკურსია საქართველოს ისეთ აქტიურ ღვარცოფული ტიპის მდინარეებზე, როგორიც არის - დურუჯი, თელავის ხევი, არაგვი და თერგი.

კონფერენცია გაიხსნება 1-ელ ოქტომბერს, 09:00 სთ. (08:00 – 09:00 სთ. - კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში (მ. კოსტავას  ქ. 77).

 

სიახლეებში დაბრუნება