სტუ-ს სტუდენტები იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში - ნეიტრონული გაბნევა 2018

სტუ-ს სტუდენტები იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში - ნეიტრონული გაბნევა 2018

24-09-2018 3-14 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები ნათია ბერიაშვილი და ალექსანდრე მუჯირიშვილი გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრში ესწრებოდნენ რიგით 22-ე ლაბორატორიულ კურსს - ნეიტრონული გაბნევა 2018 (22nd JCNS Laboratory Course-Neutron Scattering 2018).

სტუდენტებმა სალექციო კურსი და თეორიული საკითხები გაიარეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევით ცენტრში - Forschungszentrum jülich (JÜLICH), ხოლო საექსპერიმენტო სამუშაო წარიმართა მიუნხენში (Garching, Munich), ჰანს მაიერ ლაიბნიცის ნეიტრონული კვლევის ცენტრში - Heinz Maier-Leibnitz Zentrum MLZ, FRM II რეაქტორზე.

ლაბორატორიული კურსი ორგანიზებული იყო იულიხის კვლევითი ცენტრისა და აახენის უნივერსიტეტის მიერ (RWTH Aachen University). სტუდენტები დაეუფლნენ ნეიტრონული გაბნევის ინსტრუმენტებს და მეთოდის დანერგვის ხერხებს თანამედროვე მეცნიერებაში. საგულისხმოა, რომ მათ საშუალება ჰქონდათ ემუშავათ FRM II რეაქტორის სხვადასხვა ექსპერიმენტზე (Backscattering Spectroscopy; Cold Neutron Triple-Axis Spectroscopy; Neutron Spin-Echo, Polarization Analysis; Powder Diffraction; Reflectometry; Single Crystal Diffraction; Small Angle Scattering; Time-of-Flight Spectroscopy; Triple Axis Spectroscopy; Ultra-Small Angle Scattering).

ლაბორატორიული კურსის საბოლოო მიზანს ნეიტრონის გაბნევის ექსპერიმენტული ტექნიკისა და მათ სამეცნიერო პოტენციალზე რეალისტური საფუძვლების მიცემა წარმოადგენდა.

ლაბორატორიულ კურსში მონაწილე სტუდენტებს ტესტირების საფუძველზე გადაეცათ  შესაბამის ინსტრუმენტებზე მუშაობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

სიახლეებში დაბრუნება