შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

22-09-2018

21 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საუნივერსიტეტო საკითხები, არსებული მდგომარეობა და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გზები. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა აკადემიურ პროგრამების შემდგომი დახვეწა-განვითარება, საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხები და 2018-2023 წლებში განსახორციელებელი ერთობლივი სამომავლო სამუშაო და საგანმანათლებლო გეგმები.

ადელა დე ლა ტორემ არჩილ ფრანგიშვილი სან დიეგოს უნივერსიტეტში მიიწვია და თავადაც გამოთქვა სურვილი, კვლავ ჩამოვიდეს საქართველოში ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მიზნით.

დოქტორი ადელა დე ლა ტორე, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია, გაცნობის მიზნით პირველად ეწვია საქართველოსა და მის პარტნიორ უნივერსიტეტებს, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

 

სიახლეებში დაბრუნება