შეხვედრა

23-10-2012
შეხვედრა შვედ მეცნიერებთან
 
23 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შვედ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საერთაშორისო საინფორმაციო სემინარის - „შვედეთისა და სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში“ - ფარგლებში ჩატარდა.
 
აღსანიშნავია, რომ სემინარი 22 ოქტომბერს გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთან დაკავშირებით, თბილისში სტუმრად იმყოფება შვედეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელთა დელეგაცია, რომლებსაც სურთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ლინეუს-პალმეს პროგრამების ფარგლებში.
 
ტექნიკურ უნივერსიტეტში შვედ კოლეგებთან შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის დეტალები, ტემპუსისა და ერაზმუს მუნდუსის ახალი კონკურსისთვის მზადებასთან და პარტნიორების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
 სტუ-ში შვედ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართასტუ-ში შვედ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა
 



 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები