IoT ჰაკათონი

IoT ჰაკათონი

22-09-2018 12-14 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში IoT (Internet of Things) ჰაკათონი გაიმართება.

ჰაკათონის ორგანიზატორები არიან Internet Society ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

კონკურსანტები 48 საათის განმავლობაში ერთმანეთს სასარგებლო და ინოვაციური IoT (Internet of Things) პროდუქტების აპარატულ-პროგრამული პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან. მონაწილეებს დაურიგდებათ Arduino კონტროლერების, სენსორების კომპლექტები და მიეცემათ საშუალება, გამოიყენონ IoT LoRaWan უკაბელო ქსელი ინტერნეტში ჩასართავად, რათა მოახდინონ მიღებული მონაცემების შემდგომი პროგრამული დამუშავება.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 3-5 წევრისგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს.

პრიზები:
  • პირველი ადგილი: 600 ლარი
  • მეორე ადგილი: 400 ლარი
  • მესამე ადგილი: 200 ლარი
გარდა ფულადი ჯილდოებისა, წარმატებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი ღონისძიების მხარდამჭერებისგან, რომელთა შორისაა:
  • ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი
  • ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი - ჯეოლაბი
  • IT სპეციალიზაციის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი - IT Step აკადემია
  • კომპანია Red Bull, რომელიც მონაწილეებს ენერგეტიკული სასმელით გაუმასპინძლდება
ღონისძიების სპონსორები არიან:
სარეგისტრაციო განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრის დღის ბოლომდე.

ჰაკათონის პირობების დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე.

კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია დაკავშირება Facebook-ზე ან ელ.ფოსტაზე: iothackathon@sciencelib.ge

ჰაკათონთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 26 სექტემბრს, 16:00 სთ., მისამართზე: ალექსიძის მე-2 შესახვევი N3, თბილისი.


 

სიახლეებში დაბრუნება