ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

11-09-2018 ვალმიერას ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ვალმიერა, ლატვია) (Vidzeme University of Applied Sciences - ViA) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.10.2018  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში: 11.10.2018  
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 12.10.2018  
ონლაინაპლიკაციის ბოლო ვადა:   15.10.2018  

სასწავლო კურსებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

შერჩეულმა ნომინანტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმშიც, არა უგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრისა.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ვალმიერას ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში შერჩეული სტუდენტების მობილობა გათვალისწინებულია ნულოვანი გრანტით (ე.წ. Zero Grant). 

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

 

სიახლეებში დაბრუნება