კომპანია „რეტკო“ - ანაზღაურებადი სტაჟირება ენერგეტიკისა და არქიტექტურის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის

კომპანია „რეტკო“ - ანაზღაურებადი სტაჟირება ენერგეტიკისა და არქიტექტურის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის

11-09-2018 ქ. რუსთავში არსებული, ელექტრომოწყობილობების კომპანია „რეტკო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ენერგეტიკისა და არქიტექტურის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის.

კომპანიის საქმიანობა ითვალისწინებს ელექტრო მოწყობილობების პროექტირებასა და დამზადებას, ასევე, მათ მოდერნიზაციასა და რემონტს.

განხილული იქნება მხოლოდ რუსთავში მცხოვრები დამამთავრებელი კურსის სტუდენტების კანდიდატურები.

სამუშაო გრაფიკი იქნება შეთანხმებული იმგვარად, რომ სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა ლექციებზე დასასწრებად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გააგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@retco.ge, ხოლო სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტაჟირება“. 

დეტალური ინფორმაციიასათვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი:
თეონა მაისურაძე
ტელ: +995 595 085 700

 

სიახლეებში დაბრუნება