სტუ-ს საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა (პირველკურსელთა) საყურადღებოდ - რეგისტრაცია

სტუ-ს საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა (პირველკურსელთა) საყურადღებოდ - რეგისტრაცია

05-09-2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 3 სექტემბრის N01-09-10/171 ბრძანების საფუძველზე, აპლიკანტებმა (აბიტურიენტებმა), რომლებმაც სტუ-ის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2018-2019 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2018 წლის 5-დან 26 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.

საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს“ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე, 2018-2019 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულმა აპლიკანტებმა (აბიტურიენტებმა) რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2018 წლის 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.

საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
1. ატესტატი (დედანი და ასლი)
2. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი)
3. ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი)
4. 2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3 X 4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD დისკით)

რეგისტრაციამდე პირველკურსელებმა უნდა დაფარონ პირველი სემესტრის სწავლების საფასური, ანუ მთლიანი თანხის ნახევარი - 1125 ლარი (თიბისი ბანკში), გადახდის ქვითარი კი უნდა წარადგინონ რეგისტრაციისას.

სტუ-ის საბანკო რეკვიზიტები იხილეთ აქ.

საბუთების მიღება წარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე, შემდეგ მისამართებზე: 
  • სამშენებლო ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 536;
  • საკონტაქტო ტელეფონი - 236 43 28
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 444, საკონტაქტო ტელეფონი - 236 51 72 
  • სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის III კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 312; საკონტაქტო ტელეფონი - 2 38 00 50
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 69; სტუ-ის X კორპუსი, მე-4 სართული, დეკანატი; საკონტაქტო ტელეფონი - 236 38 07
  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 541; საკონტაქტო ტელეფონი - 236 40 35
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული; საკონტაქტო ტელეფონი - 233 71 63
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 708ა; საკონტაქტო ტელეფონი - 236 52 13
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული; საკონტაქტო ტელეფონი - 598 55 60 01
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-8 სართული, ოთახი 816; საკონტაქტო ტელეფონი - 595 76 85 52
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, ა-ბლოკი, მე-3 სართული; საკონტაქტო ტელეფონი - 2 37 13 19; 236 50 6
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი (შესასვლელი გვერდიდან), II სართული; საკონტაქტო ტელეფონი – 599 55 12 16
  • აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - გურამიშვილის გამზ. №17; საკონტაქტო ტელეფონი 577 53 79 92
  • ქართულ ენაში მომზადების პროგრამა (მოსამზადებელი) - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-8 სართული, ოთახი 816; საკონტაქტო ტელეფონი 595 76 85 52

 

სიახლეებში დაბრუნება