საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო - სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-9 ნაკადი

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო - სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-9 ნაკადი

04-09-2018 საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-9 ნაკადს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სტუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თი (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი). აგრეთვე, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 ოქტომბრის ჩათვლით.

მის.: კოსტავას N77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266.
სტუ-ს სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი
ტელ: 236 53 45

 

სიახლეებში დაბრუნება