საინფორმაციო შეხვედრა

18-10-2012
DAAD  საინფორმაციო შეხვედრა
 
18 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა DAAD საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დოქტორმა ელიზაბეტ ფენორმა DAAD-სა და DAAD/OSI (ღია საზოგადოების ფონდი) ერთობლივი სტიპენდიების შესახებ პრეზენტაცია გამართა. სტუ-ში DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას ესწრებოდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, დოქტორანტები, ასევე, სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლები და პედაგოგები.
აღსანიშნავია, რომ DAAD-ს სტიპენდიები განკუთვნილია ყველა სპეციალობისთვის, ხოლო DAAD/OSI ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისათვის. სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ: http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები. სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, ასევე, DAAD-ს ლექტორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორმა ჰაინერ დინტერამ.
 
სტუ-ში DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა



 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები