საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეზერვის ახალი საპილოტე პროექტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეზერვის ახალი საპილოტე პროექტი

30-08-2018 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწყებს რეზერვის ახალ საპილოტე პროექტს, რომელიც, სწავლის პარალელურად, 22 წლამდე ასაკის მქონე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მოიხადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური და მიიღონ სტაბილური შემოსავალი.

სურვილის შემთხვევაში, გაფორმდება 5-წლიანი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს  წელიწადში 45-დღიანი მომზადების გავლას სწავლაზე მორგებული განრიგით და წლიურ შემოსავალს 3 337 ლარის ოდენობით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თავდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: (+995 32) 275 25 44; მობ.: (+995) 595 06 03 44.
ასევე, ესტუმრეთ თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდს  და/ან Facebook გვერდს.


 

სიახლეებში დაბრუნება