სასწავლო სტიპენდიები

09-10-2012

სასწავლო სტიპენდიების პროგრამები ჩეხეთის რესპუბლიკაში

 

ჩეხეთის რესპუბლიკა აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს 2013-2014 სასწავლო წლისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 4 ჩეხურენოვან და 3 ინგლისურენოვან სასწავლო სტიპენდიების პროგრამას. 

 

ჩეხურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამისთვის გამოყოფილია სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მშენებლობა, ტექნიკური მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ინფორმატიკა. (შერჩეული კანდიდატები ერთწლიან მოსამზადებელი კურსს გაივლიან ჩეხურ ენაში).

 

ინგლისურენოვან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები  გამოყოფილია ინფორმატიკის და სოფლის მეურნეობის სპეციალობებზე.

 

აპლიკანტებმა   საბუთებს უნდა დაურთონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საბუთები უნდა აიტვირთოს 2012  წლის  7 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: http://registr.dzs.cz/registr.nsf

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსებულია:  http://www.msmt.cz/international-cooperational/government-scholarship-developing-countries


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები