საიუბილეო კონფერენცია

20-09-2012

საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია
“21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები”


19 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები”. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება და 21 სექტემბერს დასრულდება.
კონფერენციის თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები - პროფესორები: ზურაბ გასიტაშვილი, ჰამლეტ მელაძე, მამუკა მაცაბერიძე, ივანე გორგიძე, რაფიელ ჩიქოვანი, თამარ ლომინაძე, მაკა ხართიშვილი, ასევე თამარ ქაჯაია და დალი მესხიშვილი.
საერთაშორისო პროგრამული კომიტეტის წევრები არიან პროფესორები: ჰანს ზიუნკელი, ფელიქს უნგერი (ავსტრია), ალბერტ ვესტვუდი (აშშ), არიფ პაშაევი, ხავარ ამირ ოღლი მამედოვი (აზერბაიჯანი), სებასტიან შმიდტი (გერმანია), ანდრეს კევალიკი (ესტონეთი), ონურალპ იუჩელი (თურქეთი), დოქტორი ფაბრიციო ჯუჯარო (იტალია), ასევე პროფესორები: ფათჰი ჰაბაში (კანადა), ლეონიდს რიბიცკისი (ლატვია), ალფონსას დანიუნასი (ლიტვა), აკადემიკოსი მიხათ კლეიბერი (პოლონეთი), მიხაილ ზგუროვსკი (უკრაინა), აკადემიკოსები სტანისლავ ვასილიევი (რუსეთი), ბაკიტჟან ჟუმაგულოვი (ყაზახეთი), მინდია სალუქვაძე (საქართველო) და პროფესორი ოლეგ ნამიჩეიშვილი (საქართველო).
კონფერენციის თემატიკას წარმოადგენს: I საინჟინრო მეცნიერებები და მაღალი ტექნოლოგიები - 1. ტექნოლოგიები ეკოლოგიასა და საგანგებო სიტუაციებში; 2. კვების და ფარმაციის სამრეწველო ტექნოლოგიები; 3. საინჟინრო ტექნოლოგიები (ენერგეტიკა, ქიმია-მეტალურგია, სამთო-გეოლოგია, მშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ტრანსპორტი); II გამოყენებითი მათემატიკა, ფიზიკა და ინფორმატიკა, ტელეკომუნიკაციები - 1. გამოყენებითი მათემატიკა; 2. ფიზიკა; 3. ინფორმატიკა და ტელეკომუნიკაცია; III ნანოტექნოლოგიები; IV ახალი მასალები და განახლებადი ენერგია.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები