ლიტერატურული კონკურსი

19-09-2012

ლიტერატურული კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიტერატურულ კონკურს “შემოდგომის ლეგენდაში” მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სწავლების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა). ცხადდება კონკურსი და მონაწილეობის მსურველებს ეძლევათ საშუალება, თავიანთი ნაშრომი - 1-იდან 3 თაბახამდე მოცულობის პროზაული ნაწარმოები - გაუგზავნონ კომისიას (shemodgomis-legenda@tsu.ge). 
ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: I ეტაპი - შიდა შესარჩევი ტური. ელ.ფოსტაზე - shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გაგზავნონ პროზაული ნაშრომი (ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არა ნაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია. ამავე ფოსტაზე უნდა გაგზავნონ შევსებული ანკეტა, რომელიც ყველა მონაწილე სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 
ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 15 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და კონკურსის მთავარი - იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები, ქალაქგარეთ, მყურდო გარემოში, რამდენიმე საათის განმავლობაში შექმნიან პროზაულ ნაწარმოებს მოცემულ თემაზე. 15-ვე ნაშრომი შევა კრებულში. საუკეთესო კონკურსანტები კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან: I ადგილი - 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო, II ადგილი - 700 ლარი, III ადგილი - 500 ლარი.
კონკურსის სპონსორია “ჯეოსელი”. 
დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდენენ: სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური, ტელ.: 236-53-90, 599-15-22-02, www.news.gtu.ge

შესავსები ანკეტა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები