Ronald and Eileen Weiser Center for Europe and Eurasia - კვლევითი პრემია 2019

Ronald and Eileen Weiser Center for Europe and Eurasia - კვლევითი პრემია 2019

31-07-2018 მიჩიგანის უნივერსიტეტის რონალდ და ეილენ ვეიზერის ევროპისა და ევრაზიის ცენტრი (Ronald and Eileen Weiser Center for Europe and Eurasia) (აშშ) აცხადებს ვეიზერის პროფესიული განვითარების პრემიების კონკურსს 2019 წლისთვის.

სტიპენდია მოიცავს 4-კვირიან ან 3-თვიან კვლევებს მიჩიგანის უნივერსიტეტში და ფარავს მგზავრობის, საცხოვრებლის, სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს. განსაზღვრულია მცირე დღიური თანხაც.  

სამეცნიერო მიმართულება შეიძლება იყოს ნებისმიერი. უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.

 

სიახლეებში დაბრუნება