საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“

საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“

30-07-2018 2018 წლის 17-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის (იტალია) პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“. 

კონფერენციის თემატიკა მოიცავს არა მარტო ტექნიკურ მიმართულებებს, არამედ მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებს. 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს და სხვ.

ონლაინრეგისტრაციისა და ნაშრომების ატვირთვის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 სექტემბერი, 23:59 სთ.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება