პირველკურსელთა საყურადღებოდ!

31-08-2012
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
 
აბიტურიენტთა აკადემიური (სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება) და ადმინისტრაციული (საფინანსო ხელშეკრულების გაფორმება და სწავლების საფასურის გადახდა) რეგისტრაცია, რომლებმაც 2012 წლის ერთიანი  ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება ბაკალავრიატის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე, იწარმოებს 2012 წლის 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით შესაბამის ფაკულტეტებზე.
 
საბუთები მიიღება ყოველდღე  კვირის გარდა 1000 სთ-დან 1600სთ-მდე.
 
რეგისტრაციისას წარმოსადგენი საბუთები:
-         ატესტატი (დედანი და ასლი);
-         პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
-         დაბადების მოწმობა (ასლი);
-         ორი ფერადი ფოტოსურათი 3x4 და მისი ელექტრონული ვერსია(CD);
-         ვაჟებისათვის - სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი  და ასლი).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები