კონკურსი

23-08-2012
სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად
 
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოს 10 მოქალაქე, რომელებიც მიიღებენ დაფინანსებას.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:
Ø  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
Ø  ინგლისური ენის ფლობა
 
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:
Ø  მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
Ø  ინგლისური ენის ფლობა
 
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
Ø  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი
Ø  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
Ø  დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
 
საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2012 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.
 
საკონტაქტო პირი: თამარ მერაბიშვილი -  უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო
ტელ:  2318940;  ელ-ფოსტა: tmerabishvili@mes.gov.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები